ეროვნული გმირის, გენო ადამიას დაბადების დღეს ეხმაურება თავდაცვის მინისტრი
საქართველოს ეროვნული გმირის, გენო ადამიას დაბადების დღეა. გენერალ-მაიორი გენო ადამია სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს, მდინარე კელასურის ხიდთან გმირულად დაიღუპა. თარიღს თავდაცვის მინისტრი სოციალურ ქსელში ეხმაურება: „ჩვენი ქვეყნის მთლიანობისთვის ის იბრძოდა სიცოცხლის ბოლო წუთამდე. თავისი სიმტკიცითა და სამშობლოსათვის თავგანწირვით, იგი არის საქართველოს უახლესი ისტორიის საამაყო გმირი. დიდება გმირებს!“- წერს ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში.