ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში

ოპოზიცია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. ნაწილი საპროტესტო შეკრებას აანონსებს. მათი თქმით, საქართველოს საბანკო სისტემა ამ ნაბიჯით ზიანდება. ისინი არ გამორიცხავენ, რომ პარტნიორებმა ქვეყნის მთელ საბანკო სისტემას დაუწესონ სანქციები ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიზეზით.