თბილისის მუზეუმების გაერთიანება დამთვალიერებელს ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა – მუზეუმში ეპატიჟება.
„ბალეტი მხატვრობაში”, – ასეთია ექსპოზიციის სახელწოდება, რომელიც სტუმრებისათვის ერთი საათის წინ გაიხსნა.
გამოფენა მიხეილ და ნიკოლოზ გაბუნიების ნამუშევრებს აერთიანებს.
ექსპოზიცია სამუზეუმო კვირეულის ფარგლებში ხორციელდება და ორი კვირა გაგრძელდება.