ექსპორტი საქართველოდან

იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირის ქვეყნების კარი ქართული პროდუქციითვის ღიაა, საქართველოდან ექსპორტი, ძირითადად, მაინც რუსეთსა და აღმოსავლეთის ქვეყნებში იზრდება. სპეციალისტები პრობლემას ევროპის ქვეყნებში დაწესებული იმ მაღალი სტანდარტით და მკაცრი რეგულაციებით ხსნიან, რომლებსაც ჩვენი ქვეყნიდან ევროპაში შეტანილი პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს. ბოლო სტატისტიკური მონაცემით, მიმდინარე წელს შარშანდელთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა 30%-ით არის გაზრდილი. თუმცა, ქვეყნიდან ისევ ტრადიციული საექსპორტო პროდუქცია გადის. ახალი პროდუქტების შესათავაზებლად კი ქართული ბაზარი ჯერ მზად არ არის.

თემაზე სანდრო ჯუფალაკიანი მუშაობდა.