- კოლხეთის ოქროს ხსენებაზე, როგორც წესი პირველ რიგში ვანში აღმოჩენილი ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშები გვახსენდება, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ბატონი ჯურხა ნადირაძის მიერ გათხრილი, საირხის ძვ.წ. V საუკუნის I ნახევრით დათარიღებულ სამარხში აღმოჩენილი ნივთები. სწორედ ამ სამარხშია წარმოდგენილი (ჩვენთვის დღემდე ცნობილი) პირველი კოლხური ოქროს დიადემა, რომელიც ვანის საოქრომჭედლო ხელოვნების უშუალო წინამორბედი და კოლხური სამკაულის მთავარი განმსაზღვრელია.
- აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას საქართველოს მუზეუმის არქეოლოგიური საგანძურის დარბაზში, პირველად მოხდა საირხისა და ვანის ოქრომჭედლობის ნიმუშების ერთად გამოფენა, რაც აჩვენებს კოლხური საოქრომჭედლო სკოლის ერთიან და სისტემურ ხასიათსა და კოლხეთის სამეფოს ძლიერებას.
ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია