„ექსპო – 2020“ დუბაის საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს – დღეს საქართველოს დღე აღინიშნება. ჩვენი ქვეყანა საკუთარი პავილიონითაა წარმოდგენილი. ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ ქვეყნის შესახებ ინფორმაციას როგორც კულტურისა და ისტორიის, ისე ტურისტული და საინვესტიციო გარემოს შესახებ.
ღონისძიების ფარგლებში, ქართული დელეგაცია ორმხრივ შეხვედრებსაც მართავს. გაფორმდა მემორანდუმი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და მზის ელექტროსადგურის ერთობლივი განვითარების შესახებ.
თამუნა წიკლაური დეტალებით.