„ექსპო 2020 - დუბაი“

„ექსპო 2020 – დუბაის“ საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, საქართველოს დღე აღინიშნება. ჩვენი ქვეყანა საკუთარი პავილიონითაა წარმოდგენილი. სტუმრებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების სახელმწიფო მინისტრმა მიმართეს.

მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია კულტურული ღონისძიებები სუხიშვილების, ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლის „ბასიანისა“ და „გორის ქალთა კამერული გუნდის“ მონაწილეობით.

თამუნა წიკლაური დუბაიდან ისაუბრებს.