საქართველო მწვანე ენერგეტიკული დერეფნის მინისტერიალზე
ეკონომიკის მინისტრმა რუმინეთში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-13 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. ისაუბრეს პროექტის განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესზე, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის შედეგებსა და პროექტის განვითარების შემდგომ ნაბიჯებზე. ყურადღება დაეთმო მიმდინარე აქტუალურ საკითხებსა და პროექტის პრაქტიკული განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებების იდენტიფიცირებას. მინისტერიალში მონაწილეობდნენ რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრებიც.