მარიამ ქვრივიშვილი „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მინისტერიალზე

21:27, 23.11.2026

საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე ამჯერად რუმინეთში იმსჯელეს. ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა საქართველოს მონაწილეობით დაგეგმილი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მასშტაბური პროექტის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი შეაფასეს, განიხილეს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის შედეგები და პროექტის განვითარების შემდგომი ნაბიჯები დაგეგმეს. მინისტერიალში პროექტის მონაწილე რუმინეთის, აზერბაიჯანის და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრებიც მონაწილეობდნენ. ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა. შავი ზღვის წყალქვეშა პროექტი კასპიის რეგიონისა და საქართველოს განახლებადი ენერგიის ევროპისთვის მიწოდებას გულისხმობს.

პროექტს, რომელიც, სავარაუდოდ, 2030 წელს უნდა დასრულდეს, უკვე მინიჭებული აქვს ევროკომისიის ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი, რაც მის სტრატეგიულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

მსგავსი