რას შეცვლის პირველი ქალი პრეზიდენტი. ექსპერტებისა და პოლიტოლოგების ნაწილის პოზიციები განსხვავებულია.
ექსპერტთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში და რეგიონში სალომე ზურაბიშვილს დასავლეთის მეტი ნდობა ექნება, მათ შორის ექსპერტები მის გამოცდილებასაც გულისხმობენ.
ექსპერტების მეორე ნაწილი ამბობს, რომ ზურაბიშვილის მხარდამჭერ პოლიტიკურ გაერთიანებას იმ დაპირებების შესრულება მოუწევს, რომელიც წინასაარჩევნოდ გაიცა. ასევე, ისინი ფიქრობენ, რომ ზურაბიშვილმა, ხასიათიდან გამომდინარე, შეიძლება პრობლემები მმართველ პარტიასაც შეუქმნას.
საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ანა დოლიძე იმედოვნებს, რომ ზურაბიშვილი ხელისუფლების სხვადასხვა შტოს მაკონტროლებელ ფუნქციას წარმატებით შეასრულებს.