„გიორგი გახარია თანამდებობის დატოვებას არ აპირებს“,- ამის შესახებ იმ ექსპერტებმა განაცხადეს, რომლებიც შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.
მამუკა არეშიძის განცხადებით, მათმა ნაწილმა მინისტრს საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე დროული პასუხები მოსთხოვა, რაზეც გახარიამ აღნიშნა, რომ შესაძლოა, პროცესი გაიწელოს, თუმცა ის საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას და გამოძიების ბოლომდე მიყვანას აპირებს.
ანალიტიკოსების თქმით, განიხილეს 20 ივნისის მოვლენების ყველა დეტალი. ამირან სალუქვაძის თქმით, მინისტრმა აღნიშნა, რომ შეცდომები იყო ტყვიების მოხმარების კუთხით, რადგან არსებობს შიდა რეგულაცია, რომლის მიხედვით მისი სროლა მხოლოდ 20 მეტრზე შეიძლება.