ნატო-სთვის რუსეთის მოთხოვნების უმრავლესობა მიუღებელია, თუმცა ალიანსი მზადაა დიალოგი გააგრძელოს. ამის შესახებ განცხადება პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა ნატო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალური აზიის რეგიონში, ხავიერ კოლომინამ. როგორც ის ამბობს, რუსეთის მუქარა უკრაინის ან საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესს ვერ შეაჩერებს.