პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ პირველად დღეს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს მოისმენს.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პირველი არხის გადაცემა „აქტუალური თემის“ სტუმარი იქნება. რა უთანხმოება იყო სამთავრობო ცვლილებებამდე პარტიის შიგნით, რატომ წავიდა თანამდებობიდან გიორგი კვირიკაშვილი, რა კითხვებია ორი ყოფილი მინისტრის მიმართ, ვინ იქნება მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი, როგორ აფასებს ყოფილი პრემიერი ახალ პრემიერ-მინისტრს, სამთავრობო გუნდს, ქვეყანაში არსებულ ვითარებას, რას ფიქრობს ეკონომიკურ გამოწვევებზე, შიდა და საგარეო პოლიტიკაზე – ამ და საზოგადოებისთვის საინტერესო და აქტუალურ ყველა კითხვაზე პასუხებს დღეს, 21 საათსა და 45 წუთზე, „მოამბის“ დასრულებისთანავე „აქტუალურ თემაში“ მოისმენთ. ეს იქნება ამ სატელევიზიო სეზონის ბოლო გადაცემა. მანამდე კი გთავაზობთ ინტერვიუდან ერთ-ერთ ფრაგმენტს, სადაც ბიძინა ივანიშვილი ყოფილ პრემიერზე, გიორგი კვირიკაშვილზე საუბრობს.