პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის შეფასებით, საკანში ყოფნა მძიმეა, მაგრამ ადამიანებს დანაშაული აქვთ ჩადენილი და პატიმრობაში სწორედ ამის გამო იმყოფებიან. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი გაცილებით ნაკლები დანაშაულისთვისაა მსჯავრდებული, ვიდრე ჩადენილი აქვს.
სააკაშვილის მდგომარეობას „გირჩის“ წევრი ჰერმან საბოც ეხმაურება. დეპუტატის განცხადებით, ციხე იმისთვის არის, რომ ადამიანი ცუდ მდგომარეობაში ჩააყენო. თუმცა მხარს უჭერს, ექიმების ყურადღების ქვეშ იყოს და ხელისუფლებას მისი ჯანმრთელობის დაზიანების შესაძლებლობა არ მიეცეს.