საქართველოში კორონავირუსის 12 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა რვა პაციენტი – ეს ერთი კვირის მონაცემია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ეპიდვითარების დინამიკაზე დაკვირვება გრძელდება. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 16.58%, რაც თითქმის ანალოგიურია წინა კვირის მონაცემებთან შედარებით.