ბოლო ორი კვირაა, საქართველოში ეპიდსიტუაცია უარესდება. ამის მიზეზი, სპეციალისტების განმარტებით, „ომიკრონის“ ახალ ქვეშტამთან ერთად, აქტიური ტურისტული სეზონია. ციციშვილის ბავშვთა კლინიკის დირექტორი აცხადებს, რომ პირბადის მოხსნამ სხვადასხვა რესპირატორული ვირუსების გავრცელებასაც შეუწყო ხელი, რის გამოც კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია. იმისთვის, რომ შემოდგომაზე ეპიდვითარება არ გაუარესდეს, ექიმები მოქალაქეებს პრევენციული ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებენ. მთავარი რეკომენდაცია პირბადის ტარება, ხალხმრავლობისგან თავის არიდება და ბუსტერდოზით ვაქცინაციაა.