საქართველოში კომპანია „ფაიზერის“ მიერ წარმოებული „კოვიდ-19“-ის სამკურნალო პრეპარატის „პაქსლოვიდის“ პირველი პარტია ჩამოვიდა. მედიკამენტი ზღუდავს ვირუსის გამრავლების უნარს და ინფიცირების დადასტურებისთანავე, გამოყენების შემთხვევაში, 90%-მდე იცავს პაციენტს გართულებისგან.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულია მედიკამენტის გამოყენების პროტოკოლი, განისაზღვრა პრიორიტეტული პაციენტები, ისინი ძირითადად მაღალი რისკის მქონე პირები არიან. მკურნალობის კურსი 5-დღიანია და მედიკამენტს პაციენტები უფასოდ მიიღებენ. გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 817 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსით გამოწვეული გართულებები საქართველოს კიდევ სამი მოქალაქის დაღუპვის მიზეზი გახდა.