კორონავირუსის 1 365 ახალი შემთხვევა და 32 გარდაცვლილი ერთ დღეში – ქვეყანაში ეპიდემიური მდგომარეობა სტაბილურდება. მეექვსე ტალღის პიკი გადავლილია. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი დღეს პირველად ჩამოსცდა 2000-ს. თუმცა მედიკოსები ამბობენ, რომ ეს გამოწვეულია ტესტების შემცირებული რაოდენობით. სპეციალისტები ამბობენ, რომ ახალი შტამის გავრცელების რისკი მაღალია და რეგულაციების დაცვა აუცილებელია.