საქართველოში კორონავირუსის 1 564 ახალი შემთხვევა გვაქვს, 18 პაციენტი კი გარდაიცვალა. რაც შეეხება ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებს: დღიური – 5,71, ბოლო შვიდი დღის კი 6,71 პროცენტია. ახალი შემთხვევების უმეტესობა – 900 კოვიდპაციენტი კვლავ დედაქალაქს უკავშირდება.
აღნიშნული სტატისტიკა ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარებული 27 384 ტესტის შედეგად დაფიქსირდა.
„წითელი ჯვარი“ საქართველოს 100 000 დოზა „სინოფარმს“ გადმოსცემს. ინფორმაცია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრსა და ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. „სინოფარმის“ ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ავტორიზაცია გუშინ მიანიჭა. საქართველოში აღნიშნული ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 4 მაისიდან აქტიურად მიმდინარეობს.
თამარ ნადარეიშვილი დეტალებით.