ბავშვებში კოვიდინფექციის გავრცელება გაორმაგებულია – მხოლოდ ციციშვილის კლინიკაში ერთ დღეში 36 პაციენტი მიიღეს. ერთი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა, ის 11 წლის მოზარდია. სწავლის განახლებასთან ერთად, სპეციალისტები ვითარების კიდევ უფრო გაუარესებას პროგნოზირებენ.