საქართველოში კორონავირუსის ახალი ქვეშტამი „კრაკენი“ ცირკულირებს. ის მალე არსებულ ვარიანტს სრულად ჩაანაცვლებს, რადგან, მედიკოსის ინფორმაციით, განსაკუთებით სისწრაფით ვრცელდება.
ასევე ქვეყანაში ფიქსირდება სტრეპტოკოკული ინფექცია, ე.წ ქუნთრუშას შემთხვევები. რომელსაც ახასიათებს გამონაყარი, მაღალი სიცხე. რაც შეეხება რესპირაციულ ინფექციებს, ბიძინა კულუმბეგოვის ინფორმაციით, ძირითადად გავრცელებულია ა ტიპის გრიპის ვირუსები. ის მოუწოდებს მოქალაქეებს, დახურულ სივრცეებში ატარონ პირბადე და დაიცვან ჰიგიენური ნორმები.