რიცხვები ისევ მაღალია, თუმცა ბოლო დღეებში კორონავირუსის გავრცელების დასტაბილურების ნიშნები შეიმჩნევა. ზრდის ნაცვლად დღიური მაჩვენებლები მცირედით, მაგრამ იკლებს. გუშინდელთან შედარებით დღეს „კოვიდ-19“ 13-ით ნაკლებ ადამიანს დაუდასტურდა და გამოვლენილია 1 696 ახალი შემთხვევა. ბოლო დღეებში ლაბორატორიებში საშუალოდ 8-დან 11 000-მდე „პისიარ“-ტესტი კეთდება. ვითარების შედარებითი დასტაბილურებას ეპიდემიოლოგები ნიღბების მასობრივად ტარებას უკავშირებენ და ნოემბერში დაანონსებული პიკური პერიოდის ნაკლები ზარალით გასავლელად მოსახლეობას წესების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებენ. ფართოვდება სამედიცინო მომსახურების სერვისებიც. კლინიკებთან, კოვიდ-სასტუმროებთან და ოჯახის ექიმებთან ერთად მკურნალობის პროცესში ერთვებიან ონლაინ-კლინიკები.