ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში 

ეპიდემიოლოგების მთავარი ყურადღების ცენტრში ახლა თბილისია.

დედაქალაქში დამატებითი საწოლების მობილიზება დაიწყო. გუშინდელთან შედარებით თბილისში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ მცირედით იკლო, თუმცა მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და ამჯერად 178-ს შეადგენს. ამ ეტაპზე სატრანსპორტო შეზღუდვები ან სხვა მკაცრი ზომები არ იგეგმება, მაგრამ მკაცრდება მოწოდებები სოციალური დისტანცირების დაცვაზე და პირბადის ტარებაზე, მათ შორის ღია სივრცეში. ბოლო დღეებში ქვეყანაში მკვეთრად იმატა გარდაცვლილთა რაოდენობამ. დღეიდან ძლიერდება მძიმე პაციენტების მართვის და კოვიდ-კლინიკების ზედამხედველობის პროტოკოლი. კრიტიკული შემთხვევების სამართავად იქმნება რეანიმატოლოგთა სპეციალური ჯგუფები.