ექვსი გარდაცვლილი, 527 ახალი შემთხვევა და 313 გამოჯანმრთელებული – ასეთია „კოვიდ-19“-ის დღევანდელი სტატისტიკა საქართველოში.
შემთხვევებმა მოიმატა დედაქალაქში და თბილისში სულ 179 ახალი კოვიდ-ინფიცირებული გამოვლინდა. პარალელურად კორონავირუსის პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში ბაზრობების კონტროლი მიმდინარეობს. არის დაჯარიმების შემთხვევებიც. ასევე ორშაბათიდან განახლდება სწავლა ბაგა-ბაღებში.
რა რეგულაციების მიხედვით განახლდება სასწავლო პროცესი, – თათია ტაბეშაძე გაგვაცნობს.