კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა და 2 გარდაცვლილი.
ინფიცირებულთა და დაღუპულთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. ერთი გარდაცვლილი თბილისის ინფექციურ საავდმყოფოში მკურნალობდა. 70 წლის მამაკაცი ხორხის კიბოს გამო ახალი ნაოპერაციები იყო. ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, ანემია, მარჯვენა ფილტვის თრომბოემბოლია. „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევებიდან 34 დედაქალაქშია. ყველაზე რთული ვითარებაა აჭარაში, სადაც 165 ინფიცირებული გამოვლინდა ერთ დღეში. მეორე ლეტალური შემთხვევა სწორედ ბათუმთან არის დაკავშირებული. 76 წლის მამაკაცი ცხელების ცენტრში გარდაიცვალა.
მერაბ წულუკიძე დეტალებით.