საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მესტია და ლენჯერი ორი სექტემბრიდან გაიხსნება.
მანამდე რეგიონში მოსახლეობის ტესტირება აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება. ბოლო მონაცემებით, მესტიაში სულ კორონავირუსის 72 შემთხვევაა გამოვლენილი. ლენჯერის კლასტერთან დაკავშირებული ერთი პაციენტი კი გუშინ გარდაიცვალა. რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ეპიდ-ვითარებას, ბოლო 24 საათი „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან უმეტესობა იმპორტირებულია, ორი შემთხვევა კი აჭარაში დაფიქსირდა. ბათუმსა და ქობულეთში ამ დრომდე ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტები, სადაც მოქალაქეებს საშუალება აქვთ ტესტირება უფასოდ ჩაიტარონ.