უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მესტიის 15 სოფელში, დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერის გარდა, საკარანტინო რეჟიმი გაუქმდა.
ხვალიდან გაფართოებული განმეორებითი „პისიარ“-ტესტირება იგეგმება სოფელ ლენჯერშიც, რომლის შედეგებზეც იქნება დამოკიდებული როდის გაიხსნება დარჩენილი ორი ლოკაცია. ეპიდემიოლოგების განცხადებით ქვეყანაში ახალი შემთხვევების მზარდი სტატისტიკის ფონზე ეპიდ-ვითარება მაინც მართვადია.
ბოლო 24 საათში საქართველოში ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულია 20 პაციენტი.