ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

ოთხთვიანი შეზღუდვების შემდეგ საქართველოში პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდა.

188 მგზავრი კომპანია „ლუფთჰანზამ“ მიუნხენიდან ჩამოიყვანა. გერმანია ერთ-ერთია იმ ხუთ ქვეყანას შორის, რომლებთანაც აგვისტოდან საქართველომ საზღვრები უპირობოდ გახსნა. სწორედ სასაზღვრო შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნას მიიჩნევენ რისკის შემცველად ეპიდემიოლოგები. თუ დღევანდელ მონაცემებს გავითვალისწინებთ, ორკვირიანი შედარებითი მატების შემდეგ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და და დღიური ციფრები ძველ მაჩვენებლებს უბრუნდება. დღეს „კოვიდ-19“-ი მხოლოდ ორ ადამიანს დაუდასტურდა.