ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

11 ახალი ინფიცირებული და ერთი დაღუპული პაციენტი, – ასეთია საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის სტატისტიკა.

დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა. გარდაცვლილი 72 წლის მამაკაცია, რომელსაც სხვა თანმდევი გართულებებით მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდნენ. რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრობენ სპეციალისტები გარდაბნის მუნიციპალიტეტში. დაგეგმილია რამდენიმე სოფლის მცხოვრებლების გაფართოებული ტესტირება.

მარიამ სეთურიძე გაგვაცნობს დეტალებს.