ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გამოვლინდა დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბოლო 24 საათში ჩატარებული 26 399 ტესტიდან, ვირუსი 268 შემთხვევაში დადასტურდა, – ეს კი იმას ნიშნავს, რომ დადებითობის დღიური მაჩვენებელი 14 მარტისთვის 1, 02 პროცენტს შეადგენს. ახალი სტატისტიკით, ბოლო ერთ დღეში, „კოვიდ-19“-ს ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 233 პირი. რაც შეეხება ინფიცირების ფაქტებს, უმეტესობა – 141 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა. 46-იმერეთში. დანარჩენ რეგიონებში კი, მაჩვენებელი 20-ზე დაბალია. მძიმე პაციენტების რაოდენობა ამ წუთისათვის 272-ს შეადგენს, 75 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე რჩება.
მოამბე