ვაქცინაციის დაწყებამდე ქვეყანაში პრაქტიკულად ყველაფერი იხსნება, რაც ეპიდემიოლოგიურ რისკებს კიდევ უფრო ზრდის. გარდა ამისა, გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის ახალი ბრიტანული შტამის შემთხვევები. დღეიდან რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლეს საბავშვო ბაღებმა, მუზეუმებმა და ბიბლიოთეკებმა. საბედნიეროდ, ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებლები კლებისკენ მიდის. გუშინ ჩატარებული 18 000-მდე ტესტის ფონზე კორონავირუსი მხოლოდ 160-ს დაუდგინდა.