ეპიდემიოლოგები კიდევ ერთ საეჭვო შემთხვევას სწავლობენ. მოქალაქეს, რომელმაც „კოვიდ-19“ ორი თვის წინ გადაიტანა, პისიარ-კვლევის დადებითი პასუხი აქვს. მას სიმპტომებიც აღენიშნება. კვლევის საგანის ახალი ბრიტანული შტამის ორი შესაძლო ფაქტიც, რომლებზეც პასუხი დაავადებათა კონტროლის ცენტრს მომავალ კვირას ექნება.
შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის მიუხედავად, ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგიური მონაცემები გაუარესებული არ არის. 16 000-ზე მეტი დატესტილი მოქალაქიდან კორონავირუსი მხოლოდ 2, 4%-ში დადასტურდა.