შეზღუდვების მოხსნის პარალელურად ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უმჯობესდება. გუშინდელთან შედარებით, დღეს ინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის 300-ით შემცირდა. 18 000-ზე მეტი დატესტილი ადამიანიდან კორონავირუსი 544-ს დაუდასტურდა. დამაიმედებელი მონაცემების შესანარჩუნებლად რეგულაციების დაცვის მკაცრ კონტროლს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. დღევანდელმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ საკმაოდ დიდია იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც მგზავრობას პირბადის გარეშე ცდილობდნენ.