ინფიცირებულთა რაოდენობის ყოველდღიური კლების გამო ბაზრობები ერთი კვირით ადრე გაიხსნა. დღეიდან ორთვიანი პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლა დიდი ქალაქების მუნიციპალურმა ტრანსპორტმაც. ავტობუსებში, მეტროსა და სამარშრუტო ტაქსებში მგზავრთა დასაშვებ ნაკადებს და პირბადის ტარებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს, ბაზრობებზე კი რეგულაციების მონიტორინგს შრომის ინსპექცია ატარებს. ბოლო ორი კვირის მონაცემები დამაიმედებელია. ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია, თუმცა შეზღუდვების მოხსნის ფონზე მკვეთრად იზრდება მობილურობა, ამიტომ ახლა ნომერ პირველი ამოცანა გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შენარჩუნება და მესამე ტალღის თავიდან აცილებაა, რისთვისაც დაწესებული რეგულაციების მკაცრად აღსრულებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.