ეპიდემიოლოგიური მონაცემები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. მთავარი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პარალელურად მიღწეული შედეგების შენარჩუნებაა. დღესაც ინფიცირების დადებითობის 4%-ზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. უქმე დღეს ჩატარებული 9 000-ზე მეტი ტესტიდან პოზიტიური 2.65% აღმოჩნდა. მდგომარეობის გაუმჯობესების ფონზე აქტიურდება შეზღუდვების ვადაზე ადრე მოხსნის საკითხი. ხელისუფლებას სკოლების და საბავშვო ბაღების გახსნისკენ მოუწოდებს საქართველოში „იუნისეფის“ წარმომადგენლობა. ფონდი ონლაინ-სწავლების ნეგატიურ შედეგებზე მიუთითებს და ბავშვებში გამოვლენილ გარკვეულ ფიზიკურ და ფსიქიკურ დარღვევებზეც საუბრობს.