ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

თვის ბოლომდე უნდა გაირკვეს, მიიღებს თუ არ თებერვალში საქართველო კომპანია „ფაიზერის“ ვაქცინას. მანამდე კი ქვეყანა ვაქცინაციის მზაობის გეგმის წარდგენისთვის ემზადება. გრძელდება ინფრასტრუქტურის მოწყობა და კადრების გადამზადება. ხელისუფლება ქვეყანაში ვაქცინის შემოტანას „კოვაქს პლატფორმის“ მეშვეობით ცდილობს და ასევე მოლაპარაკებებს აწარმოებს პარტნიორ ქვეყნებთან, რომლებმაც საქართველოს საკუთარი საჭიროებისთვის შეძენილი ვაქცინის ნაწილი უნდა გადმოსცენ. რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ეპიდ-ვითარებას, ბოლო 24 სათის მონაცემებით, ისევ კლების ტენდენცია ფიქსირდება, თუმცა ხელისუფლება პირველ თებერვლამდე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას არ აპირებს.