ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

საქართველომ ვაქცინის გარკვეული დოზა შესაძლოა თებერვალში მიიღოს. შესაბამისი მოლაპარაკებები „კოვაქს-პლატფორმასთან“ მიმდინარეობს. თუმცა, არ კონკრეტდება, რომელი კომპანიის ვაქცინაზეა საუბარი. უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია საპატრიარქოში. დაგეგმილია გაფართოებული ტესტირება. კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერანტს კორონავირუსი დაუდასტურდა. 4 იანვრიდან შორენა თეთრუაშვილი იზოლაციაში იმყოფებოდა. ბოლო 24 საათში მიმართვიანობამ და ტესტების რაოდენობამ ისევ მკვეთრად იკლო, რაც შობის დღესასწაულს უკავშირდება. 5 265 ტესტიდან ვირუსი 537 შემთხვევაში დადასტურდა.