საქართველოს ვაქცინის დანერგვის გეგმა, სავარაუდოდ, მომავალ კვირას ექნება მზად. დოკუმენტში გაიწერება, რა ინფრასტრუქტურა იქნება საჭირო ვაქცინის მისაღებად, როგორ გადანაწილდება რეგიონებზე და ვინ იქნებიან ის რისკ-ჯგუფები, რომლებიც პირველ ეტაპზე აიცრებიან. სწორედ ვაქცინაციით და გამკაცრებული რეგულაციებით შეეცდება ქვეყანა მესამე ტალღის თავიდან აცილებას. ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მეორე ტალღის სიმძიმიდან გამომდინარე მესამე ტალღის გადატანა ჰოსპიტალურ სექტორს ძალიან გაუჭირდება. საბედნიეროდ, ყოველდღიური ციფრები სტაბილიზაციის ტენდენციაზე მიუთითებს.15 000-მდე ტესტის ფონზე „კოვიდ-19“ ბოლო ერთ დღეში გამოკვლეულ პირთა 12%-ს, ანუ 1 800 ადამიანს აღმოაჩნდა.