როგორ აისახება შეზღუდვების შემსუბუქება „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა სტატისტიკაზე, რომელიც სწორედ 28 ნოემბრიდან მოქმედი შეზღუდვების შედეგად მკვეთრად გაუმჯობესდა. თუ დეკემბრის პირველ რიცხვებში ქვეყანაში დაავადებულთა დღიურმა რაოდენობამ პიკს, ანუ 5 000-იან მაჩვენებელს მიაღწია, დღეს ეს მონაცემები უკვე მკვეთრად შემცირებულია. 3 ნოემბრის შემდეგ პირველად სამუშაო დღეს საქართველოში ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა 2 000-ს ჩამოსცდა. სტაბილურობის ტენდენცია აისახა ჰოსპიტალურ სექტორზეც. მიმართვიანობამ იკლო, შესაბამისად თავისუფალი საწოლების რაოდენობა გაზრდილია.