ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

მაჩვენებლები იკლებს. კორონავირუსით ინფიცირებულთა დღევანდელი რაოდენობა გუშინდელთან შედარებით 300-ით შემცირდა. თუმცა კვლავ მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ბოლო 24 საათში გარდაცვლილ 49 პაციენტს შორის ორი ახალგაზრდაა. ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და პაციენტთა კლინიკური მართვის პროცესს ადგილზე აკვირდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი. ევროპის რეგიონული დირექტორი განსაკუთრებულ აქცენტს პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებაზე აკეთებს.