ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურების ტენდენცია დღესაც შენარჩუნდა.
თითქმის 19 000 ტესტის პირობებში 4 146 დადებითი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინდელთან შედარებით, მაჩვენებელმა საგრძნობლად დაიკლო. მცირედით გაუმჯობესებული სიტუაციის შესანარჩუნებლად და ხელახალი ეპიდაფეთქების თავიდან ასაცილებლად არ არის გამორიცხული, რომ შეზღუდვების 10 დღით მოხსნის გადაწყვეტილებაში გარკვეული კორექტივები შევიდეს. პარალელურად აქტიური მუშაობაა დაწყებული ვაქცინის დროულად მისაღებად. დღეს ცნობილი გახდა, რომ შენახვის ტექნოლოგიებიდან და პირობებიდან გამომდინარე ქართული მხარე ბრიტანულ „ასტრა-ზენეკასკენ“ იხრება, რომელსაც 95-%-მდე ეფექტურობა აქვს.