ბოლო დღეების საგანგაშო მატების შემდეგ, კოვიდ-ინფიცირებულთა დღევანდელი მაჩვენებელი შემცირდა. 10 000 „პისიარ“-ტესტიდან დადებითი შედეგები 2 501 შემთხვევაში დაფიქსირდა. თუმცა ეპიდემიოლოგებისთვის ეს ოპტიმიზმის საფუძველი არ არის, რადგან უქმე დღეს თითქმის ორჯერ ნაკლები ტესტი ჩატარდა. იმის გამო, რომ ამ მომენტისთვის ინფიცირებულთა მონაცემი 25 000-ს გადასცდა, ჰოსპიტალურ სექტორში გადატვირთულობის პრობლემა ისევ მწვავედ დგას. დაახლოებით ორ კვირაში გვეცოდინება, რა ეფექტი ექნება 28 ნოემბრიდან ამოქმედებულ მკაცრ შეზღუდვებს. ქვეყანაში პირბადეების ტარების მაჩვენებელი 65%-მდეა გაზრდილი, რასაც აუცილებელ ნიშნულამდე კიდევ 30% აშორებს.