ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურება ჯერ ვერ ხერხდება.
მკაცრი შეზღუდვების პირველი ეფექტი 10 დეკემბრისთვის გამოჩნდება. მანამდე კი ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი სამიდან 4 000-მდე ფარგლებში მერყეობს. დღეს ქვეყანაში კიდევ 3 216 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ გუშინ მხოლოდ 8 000 „პისიარ“-ტესტია ჩატარებული. ამ მომენტისთვის საქართველოში 20 300 ინფიცირებული ადამიანია, რაც დღემდე გამოვლენილი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ქვეყანაში მოქმედი 85 კოვიდ-კლინიკის დიდი ნაწილი გადატვირთულია, რის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად საწოლ-ფონდის არარაციონალურად გადანაწილება სახელდება. საავადმყოფოების განტვირთვის მიზნით ახლა აქცენტი კოვიდ-სასტუმროების შესაბამისი ინფრასტრუქტურით გაძლიერებაზე კეთდება, რათა საშუალო სიმძიმის პაციენტები სწორედ კოვიდ-სასტუმროებში განთავსდნენ.