კორონავირუსით ინფიცირებული თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს და კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელს ორმხრივი პნევმონია აქვს და ანალიზებშიც ცვლილებები აღენიშნება, თუმცა ტემპერატურის მატება აღარ ფიქსირდება.
ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღე იზრდება. დაავადების გავრცელების პიკურ პერიოდში დღეს კორონავირუსი კიდევ 3 768 ადამიანს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგები არ გამორიცხავენ, რომ თვის ბოლოსთვის დღიური მაჩვენებელი 4 000-ს ასცდეს. მოსალოდნელია წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოება. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია საზოგადოებრივი ტრანსპორტის და მსხვილი სავაჭრო ცენტრების მუშაობის შეზღუდვაზე.