რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა რეგიონშიც. თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ის 31 896 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 196 პაციენტი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში ვირუსი 4 323 ადამიანს გამოუვლინდა, 42 პაციენტი კი დაიღუპა.
სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსის 978 ახალი შემთხვევა დადასტურდა, კოვიდ-19-მა 19 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში გამოვლენილია ინფიცირების 2 431 731 შემთხვევა, მათ შორის ვირუსით 42 684 ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. რუსეთი, ვირუსის გავრცელების კუთხით, მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.