ეპიდემიოლოგიური ვითარება რეგიონში

ბოლო 24 საათში აჭარაში 554 ინფიცირებული აღრიცხეს. გარდაიცვალა ხუთი ადამიანი. მათგან ორი ბათუმის სამედიცინო ცენტრში, ორი კლინიკა „მედცენტრში“ და ერთი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში. გარდაცვლილთა ასაკი 45-დან 76 წლამდეა. რეგიონის კლინიკებში 1 019 პაციენტი მკურნალობს. 197-ის მდგომარეობა მძიმეა. 56 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. აჭარაში დღეს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პირველად გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობას გადააჭარბა.

მოამბე