ეპიდემიოლოგიური ვითარება რეგიონში

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მესტიიდან „კოვიდ“-ინფიცირებული სამი პაციენტი გადაიყვანეს.

პაციენტებიდან  ერთი ბავშვია. მათ ამ ეტაპზე შესაბამისი კომპიუტერული კვლევები უტარდებათ. საავადმყოფოს მთავარი ექიმის   თქმით, ახალი პაციენტები სამედიცინო დაწესებულებაში უკვე მყოფი პაციენტების ოჯახის წევრები არიან.

კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ორი პირი გამოჯანმრთელდა ბათუმში. გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 776 ლაბორატორიული კვლევა. ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ერთი ქობულეთში კაფე „ჰავანას“ კონტაქტია, ხოლო მეორე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლი. იგი მკურნალობის გასაგრძელებლად საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა.

ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 29 ინფიცირებული რჩება.