სომხეთში კოვიდ-19-ის 321 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა გასულ 24 საათში, ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში სულ 37 317 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 705 .
321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა აზერბაიჯანში, დაიღუპა რვა ადამიანი. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, საავადმყოფოებში 7 414 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, აზერბაიჯანში 29 633 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაცვლილია 408 ინფიცირებული.
რაც შეეხება რუსეთს, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 805 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 13 172 ადამიანი.