ხვალ დილის რვა საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვება თვითმფრინავი, რომლითაც „ასტრაზენეკას“ 43 200-ს დოზას ჩამოიტანენ.
ვაქცინის პირველ პარტიას აეროპორტიდან ჯერ ლუგარის ლაბორატორიაში გადაიტანენ, საიდანაც ის თბილისის და დიდი ქალაქების სპეციალურ კლინიკებში გადანაწილდება. 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურაზე შესანახი ვაქცინით აცრა ორშაბათიდან დაიწყება. აიცრებიან მხოლოდ სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები. აპრილში კი „ასტრაზენეკას“ კიდევ 90 000-მდე დოზა შემოვა, რომელიც ასევე ექიმებისთვის იქნება განკუთვნილი.
წარმოებაში ჩაეშვება კიდევ ერთი ეფექტური ვაქცინა. „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინამ ევროპის მარეგულირებელი სააგენტოს ავტორიზაცია მიიღო. საქართველოს მის მწარმოებელ კომპანიასთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს.