ეპიდემიოლოგიური ვითარება მესტიაში

მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელსა და დასახლებაში, დაბა მესტიის და სოფელი ლენჯერის გარდა, დღეიდან საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა.

საკოორდინაციო საბჭოს წევრების და ეპიდემიოლოგების განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში შეზღუდვების დაწესებიდან დღემდე, ეფექტური და დროული ღონისძიებები განხორციელდა. დღეს დილიდან სვანეთში, დამატებით ეპიდემიოლოგთა ექვსი ჯგუფი მუშაობს.